"მსურს ავხსნა ფოტოსურათი, რომელშიც...", - ლენგლემ ბარსელონას გულშემატკივრებს მიმართა

"მსურს ავხსნა ფოტოსურათი, რომელშიც...", - ლენგლემ ბარსელონას გულშემატკივრებს მიმართა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ბაიერნმა შინ ბარსელონა მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ამ მარცხით, კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ.

აღნიშნული შეხვედრის დასრულებისას, ინტერნეტში ფოტოსურათი გავრცელდა, სადაც კატალონიელთა მცველი, კლემან ლენგლე მიუნხენელთა პოლონელ ფორვარდთან, რობერტ ლევანდოვსკისთან ერთადაა და იღიმის.

რა საკვირველია, ამ ფოტომ ესპანური გუნდის გულშემატკივრები გაანაწყენია, რის გამოც ლენგლეს სპეციალური მიმართვის გავრცელება მოუხდა:

'მინდა ბარსელონას გულშემატკივრებს მივმართო - პირველ რიგში, გუშინდელი შედეგის გამო ძალიან ვწუხვარ, ეს კლუბი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს და გუშინ ამის გაკეთება ვერ შევძელით.

მსურს ავხსნა ფოტოსურათი, რომელშიც ლევანდოვსკითან ერთად ვარ და ვიღიმი. ეს სპეციფიკური რეაქციაა, რომელიც მატჩის შედეგის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას არ ასახავს.

ყველამ, ვინც მიცნობს იცის ჩემი დამოკიდებულება პროფესიისადმი, ბარსასა და განსაკუთრებით, ქომაგების მიმართ. ასეთი რეაქცია არასდროს მექნებოდა იმაზე, რამაც გული ასე ძალიან დამწყვიტა.

დღეს მოწყენილები ვართ, თუმცა ჩვენ გვაქვს მისია - დავაბრუნოთ ბარსელონა იქ, სადაც მისი ადგილია
', - წერს ფრანგი მცველი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.


9-12-2021, 20:54
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0