...

ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსია არ დაინდო

2 კვირიანი პაუზის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ ქომაგებს დიდებული სანახაობა მოუწყო და პრინციპული მეტოქე "დერ კლასიკერში" გააცამტვერა.

მიუნხენელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს პირველივე შეცდომა არ აპატიეს. თომას მიულერის პასით რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა.

ძალიან მალე "ბაიერნმა" მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ ფრანკ რიბერი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ ვიდეოასისტენტის გადაწყვეტილებით ბურთი გაუქმდა. თუმცა "რეკორდმაისტერი" ამის გამო არ დამწუხრებულა და 5 წუთში უკვე სუფთა ბურთი გაიტანა - ხამესმა ფლანგზე ალაბას გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში შესულ კოლუმბიელს დაუბრუნა და ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა - 2:0!


გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და "ბორუსიამ" შეცდომა ამჯერად მოედნის ცენტრში დაუშვა. გონსალო კასტროს ბურთი ხამეს როდრიგესმა მოპარა, შეტევა რობერტ ლევანდოვსკიმ გააგრძელა და მარცხნიდან ხამესის ჩართვას დაელოდა. როდრიგესმა კი საჯარიმოში იდეალურად ჩააწოდა და თომას მიულერს გაატანინა.

დანარჩენი ორი ბურთი "ბაიერნმა" ტაიმის ბოლოს გაიტანა. ჯერ ქაოსური მდგომარეობით ლევანდოვსკიმ ისარგებლა და დუბლი გაიფორმა, ხოლო ამას სტუმართა მორიგი უაზრო შეცდომა და ამჯერად რიბერის ულამაზესი გოლი მოჰყვა. ფრანგს საჯარიმოში ხამესმა შეუყოლა და რიბერიმაც ბიურკის ოსტატურად, თავის სტილში, თავს ზემოთ გადაუგდო - 5:0!


მეორე ნახევარში "ბაიერნმა" დაისვენა და საქმე ბოლომდე მშვიდად, კლასის ხარჯზე, მიიყვანა. თამაშის ბოლოს მიუნხენელებმა ერთი ლამაზი კომბინაციაც გაითამაშეს და ამით დაასრულეს - მიულერმა კიმიხს ლამაზად შეუგორა, იოზუამ კი ლევანდოვსკი ცარიელ კართან დატოვა - ლევის ჰეთ-თრიქი და "ბაიერნის" ბრწყინვალე გამარჯვება.

ბაიერნი 6:0 დორტმუნდის ბორუსია

გოლები: 1:0 - ლევანდოვსკი (5'), 2:0 - ხამესი (14'), 3:0 - მიულერი (23'), 4:0 - ლევანდოვსკი (44'), 5:0 - რიბერი (45'), 6:0 - ლევანდოვსკი (87').

გაფრთხილება: რიბერი - ვაიგლი

ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა (კიმიხი 46') - მარტინესი, ხამესი (ტიაგო 65') - რობენი, მიულერი, რიბერი (რუდი 69') - ლევანდოვსკი.

დორტმუნდის ბორუსია: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, სოკრატისი, შმელცერი - დაუდი, კასტრო (ვაიგლი 29') - პულიშიჩი (ფილიპი 74'), გიოტცე (შაჰინი 78'), შურლე - ბატშუაი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა