მანჯუკიჩი შესაძლოა ბაიერნში დაბრუნდეს

მანჯუკიჩი შესაძლოა ბაიერნში დაბრუნდეს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიუნხენურმა კლუბმა შესაძლოა რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორიც დაიმატოს.

"რეკორდმაისტერის" ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, ტურინის "იუვენტუსს" ტოვებს და ახალი კლუბის ძიებაშია.

მანჯუკიჩით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, მაგრამ ხორვატიული პრესის ინფორმაციით, თუ მარიო ინგლისში არ გადავა, შესაძლოა მიუნხენურ კლუბს დაუბრუნდეს.

33 წლის ხორვატი ფორვარდი "ბაიერნში" ლევანდოვსკის კონკურენტი და შემცვლელი იქნება, რითიც მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს.

მარიო მანჯუკიჩი "ბაიერნის" ღირსებას 2012-14 წლებში იცავდა და 2012/13 წლების ტრიუმფალურ სეზონში გუნდის ძირითადი ცხრიანი იყო.

მარიოს "რეკორდმაისტერის" მაისურით სულ ჩატარებულ 88 თამაშში 48 გოლი აქვს გატანილი.


6-08-2019, 13:05
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0