...

ბაიერნი 6:0 დორტმუნდის ბორუსია - მატჩისშემდგომი კომენტარები

დღევანდელილ "დერ კლასიკერი" მიუნხენის "ბაიერნისთვის" ნამდვილი დღესასწაული გამოდგა - იუპ ჰაინკესის გუნდმა დორტმუნდის "ბორუსია" შინ 6:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ კი "ალიანს არენაზე" პრესკონფერენია გაიმართა, რომელზეც მხარეებმა მატჩი შეაფასეს.

იუპ ჰაინკესი: "საერთაშორისო პაუზის შემდეგ რითმის პოვნა ყოველთვის რთულია და ეს ძალიან კარგად გავაკეთეთ. გადავწყვიტეთ, რომ მოგვეგო, ვინაიდან ძახილის ნიშნის დასმა იყო საჭირო! გუნდმა მთელი 90 წუთის განმავლობაში მაღალი კლასის ფეხბურთი აჩვენა, ხოლო პირველი 45 წუთი საერთოდ გალა ასპარეზობა იყო. ჩვენ საკუთარი გუნდური და ტექნიკური უპირატესობები გამოვავლინეთ."

თომას მიულერი: "კარგად დავიწყეთ. "ბორუსია" თითქოს მზად იყო, მაგრამ არა 100%-თ. ჩვენ დასაწყისში გვქონდა სივრცეები, რომლებიც სწორად გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი აქსელერატორს ცოტათი ავუშვით ფეხი."

მატს ჰუმელსი: "მეორე ტაიმში ძირითადად ბურთის ფლობაზე ვიყავით ორიენტირებულნი, რათა არ მოვდუნებულიყავით. სევილიაში სულ რაღაც 3 დღეში ვითამაშებთ. ჩვენ საოცრად კარგი საფეხბურთო გუნდი გვყავს, კარგი მენტალიტეტი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ იდეალურობისგან და ბევრი გვაქვს სამუშაო."

პიტერ შტიოგერი ("ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი): "იმედგაცრუება დიდია. ძირითადი ფაქტორები, რომლებზეც თამაშის წინ ვისაუბრე, საერთოდ არ ჩანდა. "ბაიერნმა" თითქმის ყველა შეცდომა გამოიყენა და ჩვენ მათ დონემდე ძალიან, ძალიან ბევრი გვაკლია."

მარსელ შმელცერი ("ბორუსიას" მარცხენა მცველი): "გეგმები გვქონდა, მაგრამ თქვენ სამწუხაროდ, ვერაფრის დანახვა მოახერხეთ. ჩვენ ყოველი ორთაბრძოლა წავაგეთ, ყოველთვის ვაგვიანებდით და მეტოქე ყოველთვის ჩვენზე უკეთესი იყო. ეს კატისა და თაგვის ორთაბრძოლას ჰგავდა."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა