...

Marca: ბაიერნი ხამესს 42 მილიონ ევროდ გამოისყიდის

მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იჯარის წესით იცავს, ზაფხულში "რეკორდმაისტერის" სრულფასოვანი წევრი გახდება.

ცნობილი ესპანური გამოცემა "Marca" იტყობინება, რომ გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა "სამეფო კლუბის" მესვეურებს მოელაპარაკა და მზად არის გააქტიუროს ხამესის გამოსყიდვის პუნქტი.

"ბაიერნში" კარიერის გაგრძელებას თავად კოლუმბიელიც დათანხმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონსი ბოლოს "ბაიერნი" ესპანურ კლუბს 42 მილიონ ევროს გადაუხდის და ხამესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.

26 წლის სამხრეთ ამერიკელი შემტევი "ბაიერნმა" გასული წლის ზაფხულში 2 წლიანი იჯარის წესით დაიმატა და როდრიგესი გერმანულ გრანდს ჩინებულად მოერგო.

ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 28 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ხამეს როდრიგესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა