...

პრევიუ: სან მარინო - გერმანია

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაშიც განახლდება და საქმეში გერმანიის ნაკრები ჩაერთვება. თუმცა, იოახიმ ლიოვის გუნდს ძალიან მარტივი თამაში აქვს და უბრალოდ იტალიასთან ამხანაგური პაექრობის წინ სამ მარინოში გაივარჯიშებს.

სან მარინო - გერმანია
ჩემპიონატი: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ჯგუფური ეტაპი, IV ტური
თარიღი: 23:45 საათი, 11 ნოემბერი
სტადიონი: დე სარაველის ოლიმპიური არენა, სარაველი
მთავარი მსაჯი: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)
პირდაპირი ტრანსლიაცია: Матч! Футбол 3

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა
სან მარინოს ეროვნული ნაკრები თავის ჩვეულ ფორმაშია და გამარჯვება 2014 წლის 30 ივლისის შემდეგ არ მოუპოვებია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გუნდმა შედარებით ნორმალური მატჩით დაიწყო და შინ აზერდბაიჯანს წინააღმდეგობა მაინც გაუწია - 0:1. შემდეგ კი სტუმრად ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:4), შემდეგ კი ნორვეგიასთან (1:4) განადგურდა. სან მარინოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეროვნულ გუნდში არც რომელიმე ცნობილი მოთამაშე ირიცხება და მთავარი მწვრთნელის ადგილობრივია - 47 წლის პიერანჯელო მანზაროლი, რომლის ხელშიც სან მარინოს ერთერთი მატჩი აქვს მოგებული და ეს უკვე მიღწევაა.

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ეტაპი საკმაოდ დამაჯერებლად და კარგად დაიწყო. იოახიმ ლიოვის გუნდმა სამიდან სამი თამაში მოიგო, რვა გოლი გაიტანა და არცერთი არ გაუშვია. ახლა კი "ბუნდესნაკრებს" ძალიან იოლი თამაში ელის და სავარაუდოდ, ამ სტატისტიკას გააუმჯობესებს. თუმცა, გუნდს უკვე რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა, მათ შორის "ბაიერნის" წარმომადგენლები. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებს მანუელ ნოიერი ვერ დაეხმარება, რომელიც თავის ტკივილის გამო უკვე კლუბის ბაზაზე დაბრუნდა. 30 წლის გერმანელს დღეს "ბარსელონას" კარის დარაჯი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შეცვლის. გარდა ამისა, დაზიანების გამო "ბაიერნს" ჟერომ ბოატენგიც დაუბრუნდა, ლევერკუზენის "ბაიერის" ტალანტი, იულიან ბრანდტი, კი გაციებულია. თუმცა, ლიოვის განკარგულებაში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო მოთამაშე და ახალგაზრდა ტალანტია. იოახიმმა ნაკრებში პირველად გამოიძახა "ბაიერის" 19 წლის განაპირა მცველი, ბენჟამინ ჰენრიხსი, რომელიც სან მარინოსთან, ალბათ, სასტარტო შემადგენლობაში იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიას უამრავი ტალანტი ჰყავს, ეს თამაში მათთვის თავის წარმოჩენის იდეალური შესაძლებლობა იქნება. ვნახოთ საბოლოოდ როგორ არჩევანს გააკეთებს ლიოვი.

რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრები უპირობო ფავორიტია და ეჭვი არავის ეპარება, რომ "ბუნდესნაკრები" შინ სამ ქულას და მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებას წაიღებს.

გერმანიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ტერ შტეგენი - ჰენრიხსი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, ექტორი - ვაიგლი, გიუნდოგანი - გნაბრი, გიოტცე, მიულერი - გომესი.

საინტერესო ფაქტები
  • სან მარინოს, ამხანაგურების ჩათვლით, ზედიზედ 11 თამაში აქვს წაგებული და ამ შეხვედრებში 44 გაშვებული გოლის საპასუხოდ, თავად მხოლოდ სამი გაიტანა.

  • სან მარინოს ეროვნული ნაკრებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეს 60-ე თამაში იქნება. წინა 59-დან სან მარინომ ორი ფრედ დაასრულა და 57 წააგო.

  • სან მარინოს მუნდიალის შესარჩევ ციკლში ზედიზედ 36 თამაში აქვს წაგებული.

  • გერმანიის ეროვნულ ნაკრებს კი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ზედიზედ ცხრა თამაში აქვს მოგებული.

  • ზოგადად, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ბუნდესთიმს" ერთადერთი თამაში აქვს წაგებული. ეს ცნობილი შეხვედრა 2001 წლის 1 სექტემბერს გაიმართა და გერმანია ინგლისის ნაკრებთან შინ 1:5 განადგურდა.

  • აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ზედიზედ სამი მშრალი გამარჯვებით, გერმანელებმა პირველად დაიწყეს.

  • ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გერმანიამ სან მარინო სტუმრად სარეკორდო ანგარიშით - 13:0 გაანადგურა, შინ კი 6:0 მოუგო. "ბუნდესთიმს" მაშინაც იოახიმ ლიოვი წვრთნიდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 17:04
He can’t fix anything, he’s all thumbs.
Оптимальный приемлемый ремонт холодильников за деньги в ЮВАО
Just gone crazy or something. On Saturday and Sunday I have my days-off.
Olga Y.neump
Olga Y.neump | 29 სექტემბერი 2017 04:31
Зрители чувствуют обман, является выдумано все, , красивей обговаривают ту же мысль тут мастер холодильники Hisense
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა