...

ჰიონესი: "ჩვენ აინტრახტისთვის კარგი გვინდოდა, მაგრამ..."

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი, ული ჰიონესი, მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" მატჩის შემდეგ ნიკო კოვაჩის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის ნაადრევად გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.

"ბუნდესლიგაში ამ მომენტისთვის ფენომენალურები ვართ. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ჩვენ ძალიან პროფესიონალური და სერიოზულად მოთამაშე გუნდი გვყავს. ეს იყო ნამდვილი საფეხბურთო აღდგომა და შობა ერთად.

ნიკო კოვაჩის თემა? იცით, ცოტათი დაბნეულები ვართ, ვინაიდან ჩვენ ვისაუბრეთ თუ რა იქნებოდა უკეთესი "აინტრახტისთვის", ინფორმაციის ახლა გაგება თუ სეზონის ბოლოს. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ მათ ადგილას საკუთარი თავი წარმოგვედგინა და აშკარად უკეთესი იქნებოდა თუ გვეცოდინებოდა, რომ მწვრთნელს სეზონის ბოლოს ვკარგავდით.

ამ შემთხვევაში მოსაფიქრებლად და ახალი თავკაცის მოსაყვანად 4 კვირაზე მეტი გაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო. ნამდვილად ვერ ვივარაუდებდით, რომ ეს კეთილი ნება ბუმერანგივით შემოგვიბრუნდებოდა", - განაცხადა ულიმ.

"რეკორდმაისტერმა" პარასკევს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი სეზონიდან ფრანკფურტის "აინტრახტის" დამრიგებელი, ნიკო კოვაჩი, გაწვრთნის.

ამან "არწივების" ხელმძღვანელობა გააღიზიანა და კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ფრედი ბობიჩმა, უკმაყოფილებ საჯაროდაც გამოთქვა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ული ჰიონესი ნიკო კოვაჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა