...

კოვაჩი ბაიერნის მე-3 არჩევანი იყო - ჰიონესმა დეტალები გაამხილა

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გერმანულ პრესასთან საუბარში დაწვრილებით მოყვა თუ როგორ მივიდა "რეკორდმაისტერი" ნიკო კოვაჩის კანდიდატურამდე.

"ჩვენ ჰასან სალიჰამიჯიჩთან ერთად ძალიან, ძალიან დიდი ხანი ვცდილობდით, რომ ჰაინკესი დარჩენაზე დაგვერწმუნებინა. მაშინ, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ის თანახმა არ იყო, თომას ტუხელს დავუკავშირდით.

თუმცა თომასმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და კარიერას სხვა გუნდში აგრძელებს. ეს სამწუხარო ინფორმაცია იყო, მაგრამ არა შოკისმომგვრელი.

რამდენიმე დღეში შიდა საკლუბო შეკრება მოვაწყეთ და შევჯერდით, რომ მთავარი კანდიდატი ნიკო კოვაჩი იყო. აი ასე მოხდა ყველაფერი", - განაცხადა ჰიონესმა.

72 წლის ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტი "ბაიერნის" თხოვნით ფეხბურთს გასული წლის ოქტომბერში დაუბრუნდა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ამ სეზონის შემდეგ აღარ დარჩებოდა.

რაც შეეხება თომას ტუხელს, "ბაიერნი" მის ალტერნატივას ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ განიხილავდა, ხოლო ახლა მიუნხენელებს "პარი სენ ჟერმენმა" დაასწრო - ტუხელი კარიერას სწორედ საფრანგეთში გააგრძელებს.

ნიკო კოვაჩი კი ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი და "ბაიერნის" ყოფილი მოთამაშეა. 46 წლის ხორვატი გუნდს 2018 წლის 1 ივლისიდან შეუერთდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ული ჰიონესი ნიკო კოვაჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა