ბაიერნმა ბაიერი გაანადგურა » მიუნხენის "ბაიერნის" ფან-კლუბი
...

ბაიერნმა ბაიერი გაანადგურა

"ბაიერნმა" გასვლაზე ზედიზედ 25 წაუგებელი მატჩი ჩაატარა გერმანიის თასზე და არც ახლა დაარღვია ეს რეკორდული მაჩვენებელი. თასის ნახევარფინალში მიუნხენელებმა გაანადგურეს ლევერკუზენის "ბაიერი" და ფინალის საგზური მოიპოვეს.

მას შემდეგ, რაც ბერნდ ლენომ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხავი მარტინესმა დრო იხელთა და კარის ცარიელ კუხეში ბურთი შეაგდო, შემდეგ ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გააორმაგა რიბერის ბრწყინვალე ჩაწოდებით.

მატჩში ინტრიგა მალევე დააბრუნა ლევერკუზენის "ბაიერის" კაპიტანმა, ლარს ბენდერმა, მე-16 წუთზე გატანილი გოლით.

პირველ ტაიმში მეტი ბურთი არ გასულა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარი საინტერესოდ დაიწყო. თომას მიულერმა 12 წუთის გამნავლობაში შეძლო დუბლის გაფორმება, ხოლო მის გოლებს შორის თავი ისახელა ტიაგო ალკანტარამაც. შემდეგ ერთი გოლის გატანა შეძლო ლეონ ბეილიმ, თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ჰაიკო ჰერლიხსაც კი არ ჰქონია რეაქცია.

საბოლოო შედეგი თომას მიულერმა დააფიქსირა და ჰეტ-ტრიკიც მიიწერა. მიუნხენელების ამჟამინდელი კაპიტანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

შემდეგ ნახევარფინალურ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "შალკე" და "აინტრახტი", რომლის ტრენერიც "ბაიერნის" მომავალი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩია.

გერმანიის თასის ფინალი ჩატარდება ბერლინში, 19 მაისს.

გოლები: ბენდერი (16); ბეილი (73); მარტინესი (3); ლევანდოვსკი (9); მიულერი (52; 64; 79); ტიაგო (61).скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა