...

იგივე სცენარი - რეალმა მიუნხენში 2:1 მოიგო

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური მატჩი საოცრად ნერვიული გამოდგა და სამწუხაროდ, შარშანდელის მსგავსად "ბაიერნი" შინ კვლავ 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა პირველივე წამებიდანვე საინტერესოდ დაიწყო, როდესაც "ბაიერნმა" მარცხენა ფლანგზე პრესინგით ბურთი მოიპოვა და ლევანდოვსკის ჩაგდების შემდეგ მიულერი ვეღარ მიუდგა. მიუნხენელებმა ძალიან აგრესიულად დაიწყეს და საწყისი 15 წუთის განმავლობაში "სამეფო კლუბს" არაფრის საშუალებას არ აძლევდნენ.

მატჩის დებიუტში არიენ რობენი დაიმტვრა, ამიტომ იუპ ჰაინკესს თამაშში ტიაგო ალკანტარას ჩართვა და ტაქტიკის გადაწყობა მოუწია. "რეალმა" თამაში ნელ-ნელა გაათანაბრა და როდესაც სათამაშო უპირატესობას ფლობდა კიდეც, "რეკორდმაისტერმა" ფანტასტიკური კონტრშეტევა განახორციელა - დაცვიდან ორი პასით ამოსვლის შემდეგ ხამესმა მარჯვენა ფრთაზე იოზუა კიმიხს გაუყოლა, რომელიც საჯარიმომდე ჩავიდა და როდესაც ყველა პასს ელოდა, იომ პირდაპირ კარისკენ გაუშვა და ყველა მოუტყა, მათ შორის კეილორ ნავასი - 1:0!


პირველი გატანილი გოლის შემდეგ მიუნხენელებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და შეტევები განაგრძეს. "ბაიერნმა" რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ სულ რაღაც აკლდა - ზოგჯერ სანტიმეტრები, ზოგჯერ კი უბრალოდ ტექნიკა (ფრანკ რიბერის შემთხვევაში). საბოლოოდ, გერმანული გრანდი დაისაჯა და "რეალმა" მიზანს მიაღწია - სტუმართა ფლანგური შეტევის დროს მარსელოს ბურთი შემთხვევით მიუვიდა და ბრაზილიელმა შორეულ დაბალ კუთხეში საოცარი სიზუსტით გაისროლა - ულრაიხი უშანსოდ იყო.

მარსელოს გოლამდე იუპ ჰაინკესს ახალი თავსატეხი შეემატა - შეტევაში გადასულმა ჟერომ ბოატენგმა კუნთი დაიჭიმა და "ბაირნს" პირველ ტაიმში მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - თამაშში ნიკოლას ზიულე ჩაერთო. პირველი ნახევარი კი, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა და "ბაიერნს" გაცილებით მეტი მომენტი ჰქონდა, ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი მადრიდელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ პირველი ხიფათი მაინც "ბაიერნმა" შექმნა. თუმცა მიუნხენელებმა კუთხურის შემდეგ მეტოქეს გოლი აჩუქეს - რაფინიამ ბურთი ასენსიოს ჩააბარა, რომელიც ვასკესთან ერთად ზიულესთან 2-1-ზე დარჩა და საბოლოოდ მარკომ მადრიდული გრანდი წინ გაიყვანა.

მთელი დარჩენილი დრო "ბაიერნი" ბურთს ფლობდა და ფრანკ რიბერი მომენტს მომენტზე ქმნიდა. თავად ფრანგს ორჯერ ნავასმა აუღო, ერთხელ კარს ააცილა, მატჩის მიწურულს კი ყველაზე კარგი შანსი რობერტ ლევანდოვსკიმ გაუშვა ხელიდან, რომელიც ტოლისომ ერთი-ერთზე ადტოვა, მაგრამ პოლონელმა როგორღაც ბურთი საერთოდ კარს ააცილა. "რეალს" კი მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, როდესაც კარიმ ბენზემას დრიბლინგის შემდეგ მიუნხენური კლუბი სვენ ულრაიხმა გადაარჩინა.

იუპ ჰაინკესმა "ბაიერნი" თამაშისთვის კარგად მოამზადა, მაგრამ შეტევაში მიუნხენელებს კრეატივი დააკლდათ და ამის დასტური ისაა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 35 წლის ფრანკ რიბერი იყო. "ბაიერნმა" 1:2 წააგო ისევე, როგორც გასულ სეზონში და მადრიდში გოლების გასატანად უნდა ჩავიდეს.

ბაიერნი 1:2 რეალი

გოლები: 1:0 - კიმიხი (28'), 1:1 - მარსელო (44'), 1:2 - ასენსიო (57').

გაფრთხილება: რიბერი, კაზემირო, ტიაგო.

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი (ზიულე 34'), ჰუმელსი, რაფინია - მარტინესი (ტოლისო 75'), ხამესი - რობენი (ტიაგო 8'), მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

რეალი: ნავასი - კარვახალი (ბენზემა 67'), ვარანი, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (კოვაჩიჩი 83'), კროოსი - ისკო (ასენსიო 46') - ვასკესი, რონალდუ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა