მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, გერმანიის თასის პირველი წრის შეხვედრა შეაფასა.
"რეკორდმაისტერმა" სტუმრად "ენერგი კოტბუსი" დამაჯერებელი ანგარიშით (3:1) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
"ჩემმა გუნდმა კარგი სამუშაო შეასრულა. შესაძლოა მეორე ტაიმში ბურთის ფლობის კომპონენტში უკეთესი მაჩვენებელი გვქონოდა, მაგრამ საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ.
"კოტბუსმა" ყველაფერი გააკეთა, დიდებული სპექტაკლი გამოვიდა. ვდომინირებდით, ბურთი გვეჭირა, მაგრამ კონტრშეტევებზე მეტოქეს ვუფრთხოდით.
ვფიქრობ, ბოლო პასი გვაქვს დასახვეწი და ამ მიმართულებით უკეთ მუშაობაა საჭირო", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.
მომდევნო მატჩს მიუნხენური გრანდი 16 აგვისტოს ჩაატარებს - ბუნდესლიგის გახსნით შეხვედრაში "ბაიერნი" შინ ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლებს.