მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევანდოვსკის მომავალზე ისაუბრა:
'ჩვენი ხელმძღვანელობა მოთამაშეებთან მუდმივ კონტაქტზეა. ჯერ კიდევ გვაქვს დრო ლევანდოვსკისთან მოსალაპარაკებლად.
მისი კონტრაქტი გუნდთან 2023 წლამდეა გათვლილი, მაგრამ როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნე, მოხარული ვიქნები თუ ის კარიერას ბაიერნში დაასრულებს', - განაცხადა ჰაინერმა.
ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისური 28 შეხვედრაში მოირგო და თავის გამოჩენა 34 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.