ხავი მარტინესმა ნიკო კოვაჩის ვარჯიშის მეთოდები გააკრიტიკა

ხავი მარტინესმა ნიკო კოვაჩის ვარჯიშის მეთოდები გააკრიტიკა

მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი მარტინესმა, რომელიც ამჯარად კატარში თამაშობს გერმანულ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა და ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის ვარჯიშის მეთოდები ეჭვქვეშ დააყენა:

'კოვაჩის მეთაურობით, ყოველი ვარჯიშის წინ და ბოლოს, ველოსიპედის 40 წუთით ტარება გვიწევდა. რაღაც მომენტებში, მწვრთნელის ვარჯიშის მეთოდებზე კითხვები გვიჩნდებოდა და მის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვაყენებდით.

საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ აღარ გვესმოდა - ნამდვილად ლიგის მატჩებისთვის ვემზადებოდით, თუ ტურ დე ფრანსისთვის (ყველაზე განთქმული და პრესტიჟული საგზაო ველორბოლაა მსოფლიოში)', - განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტ, ჟერარდ რომეროსთან საუბრისას.

კოვაჩი და მარტინესი ახლა უკვე ბაიერნის წარსულია - პირველს 2019 წლის ნოემბერში, ფრანკფურტში განცდილი 1:5 მარცხის შემდეგ მოუწია ბაიერნის დატოვება. ხოლო მარტინესს, 2020/21 წლების სეზონის ბოლოს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივდა. ახლა ის კატარის სპორტული კლუბის ღირსებას იცავს.


30-01-2022, 12:04
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0