რა ხდება ტოლისოსთან დაკავშირებით? ფრანგ შუახაზელს ალტერნატივა ესპანეთში აქვს

რა ხდება ტოლისოსთან დაკავშირებით? ფრანგ შუახაზელს ალტერნატივა ესპანეთში აქვს

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკლას ზულემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ამიტომ, 26 წლის მცველი ბაიერნს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

იგივე შესაძლოა მოხდეს ტოლისოს შემთხვევაშიც - ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტსაც ვადა მომავალ ზაფხულს გასდის.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს მტკიცებით, 27 წლის შუახაზელის დამატებით მადრიდის რეალია დაინტერესებული, ამასთან ბაიერნიც და ტოლისოც ახლა უფრო სერიოზულად განიხილავენ კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას - კლუბიც და მოთამაშის აგენტებიც თანხმდებიან, რომ ტოლისო ბოლო დროს ძალიან ეფექტურია და რომ მას შეუძლია გუნდში უფრო დიდი როლი ითაშოს, თუ ტრავმების გარეშე დარჩება. ყველაფერთან ერთად, რეკორდმაისტერს მისი გაშვება უფასოდ არ სურს. 

საბოლოოდ, თუ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ტოლისოს ბაიერნის დატოვება მოუწია, მას სამეფო კლუბის სახით სერიოზული მსურველი ჰყავს - 27 წლის ნახევარმცველს იქ მისულს ყოფილი თანაგუნდელი, დავიდ ალაბა და მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დახვდებიან.


30-01-2022, 18:30
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0