"ჩვენ ტოლისოს ვესაუბრეთ", - ფრანგი შუახაზელი ყოფილ გუნდში ბრუნდება?

"ჩვენ ტოლისოს ვესაუბრეთ", - ფრანგი შუახაზელი ყოფილ გუნდში ბრუნდება?

გერმანიაში სატრანსფერო ფანჯარა ორშაბათს, საღამოს 18:00 საათზე დაიხურა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბაიერნს დედლაინის დღეს რაიმე განსაკუთრებული შენაძენი არ გაუკეთებია - კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, გერმანული კლუბები სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით ტრანსფერებში დიდი თანხების ხარჯვას ერიდებიან.

კორენტინ ტოლისოს მომავალი ბაიერნში ჯერ კიდევ ღია და გაურკვეველია, მას გუნდთან არსებული კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც ლიონის ოლიმპიკი ადასტურებს, მათ ფრანგ ნახევარმცველს შეთავაზება გაუკეთეს:

'ჩვენ ვესაუბრეთ ტოლისოს', - დაადასტურა ფრანგული გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა, ვინსენტ პონსოტმა.

'კონტრაქტების დასრულების ტენდენცია, შესაძლოა ჩვენი ფეხბურთელების დაბრუნების გასაღები იყოს, თუ ამის მცირედი შესაძლებლობა მაინც არსებობს, ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ', - დაამატა მან.

ცნობისთვის, ტოლისომ ლიონთან ერთად ყველა ახალგაზრდულ გუნდში მიიღო მონაწილეობა, პროფესიონალური კონტრაქტი კი 2014 წელს მიიღო. 2017 წელს კი ფრანგი შუახაზელი ბაიერნში 41,5 მილიონ ევროდ გადმობარგდა.

გარდა ლიონისა, იწერება, რომ ტოლისოს უფასოდ დამატების სურვილი მადრიდის რეალს და ტოტენჰემს აქვს.


3-02-2022, 13:58
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0