მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა საფეხბურთო კერპი დაასახელა, ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ სურს გერმანული კლუბის ლეგენდა გახდეს:
'ჩემი საფეხბურთო კერპი რონალდინიო იყო. ის გახდა მიზეზი, რის გამოც ფეხბურთის თამაშის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ფრენკ რიბერიც უნდა ავღიშნო - ის ლეგენდარული ფეხბურთელია, რომლის ყურებაც მსიამოვნებდა. მსურს ბევრი ვიმუშაო, რათა მის დონემდე მივიდე და იგივე მიღწევები გავიმეორო.
ჩემი მიზანია, რომ სამომავლოდ ბაიერნის ლეგენდა გავხდე, მაგრამ მე კინგსლი კომანი ვარ და არა 'შემდეგი რიბერი', - განაცხადა ფრანგმა.