პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - იოაჰიმ ლიოვი ყოფილ გუნდს ჩაიბარებს

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - იოაჰიმ ლიოვი ყოფილ გუნდს ჩაიბარებს

გერმანიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, იოაჰიმ ლიოვი, "ფენერბახჩეს“ ჩაიბარებს. ინფორმაციას გამოცემა Haber Global ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, 61 წლის სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტ ალი კოხს თანამშრომლობის პირობებზე უკვე შეუთანხმდა. გერმანელი 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელფასს მას კლუბი და სპონსორები გადაუხდიან.

გავრცელებული ინფორმაციით კლუბის პრეზიდენტი და გერმანელი სპეციალისტი ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ლიოვი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 2006 წლიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოაგებინა.

რაც შეეხება "ფენერბაჰჩეს" კლუბი  23 ტურის შემდეგ 37 ქულით თურქეთის სუპერ ლიგაში მე-5 ადგილზეა.


3-02-2022, 21:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0