როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკლას ზულეს და ბაიერნს შორის გამართული მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩაიშალა - გერმანელი მცველი მიუნხენურ კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ადგილობრივი მედია კი მის მომავალს ბაიერნის უშუალო კონკურენტს, დორტმუნდის ბორუსიას უკავშირება, შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი ბორუსიელთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, სებასტიან კელმა ისაუბრა და გავრცელებული ჭორები უარყო:
'რაღაც გაუგებარ ჭორებზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ. თუ ამგვარ საკითხებს შევეხები, დიდხანს მოგვიწევს ლაპარკი', - განაცხადა კელმა.
ცნობისთვის, 26 წლის მცველის გადაბირებით ბარსელონაც დაინტერესებულია, თავად ზულეს კი კარიერის გაგრელება პრემიერ ლიგაში სურს.