...

ოფიციალურად: რობენმა და რაფინიამ ახალი კონტრაქტი გააფორმეს

მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკ რიბერის შემდეგ კიდევ ორ 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეს გაუხანგრძლივა კონტრაქტი: ლეგენდარულ არიენ რობენსა და რაფინიას.

გერმანული გრანდის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დღეს დაადასტურა, რომ 34 წლის ჰოლანდიელმა ვინგერმა და 32 წლის ბრაზილიელმა განაპირა მცველმა მოქმედი ხელშეკრულებები კიდევ ერთი წლით გადაავადეს.

"მოხარულნი ვართ, რომ ასეთ ფასეულ მოთამაშეებთან შეთანხმებას მივაღწიეთ. არიენ რობენიც და რაფინიაც მომდევნო სეზონისთვის ჩვენი გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი არიან", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

არიენ რობენი მიუნხენურ გრანდს 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა და მას შემდეგ "ბაიერნთან" ერთად უამრავი რამ გამოიარა. არიენს 7 გერმანიის ჩემპიონატი, 4 გერმანიის თასი და 2013 წელს ტრებლი აქვს მოგებული.

2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშში, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ, რობენმა ბოლო წუთებზე გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და "ბაიერნს" ბოლო ათწლეულის თამაში 2:1 მოაგებინა.

რაფინია კი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს და მას 6 ბუნდესლიგის ტიტული, 3 გერმანიის თასი და 2013 წელს ჩემპიონთა ლიგაც აქვს მოგებული.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი რაფინია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა