გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა შინ ლაიპციგს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ტომას მიულერმა გააკეთა:
'ლაიპციგი ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ. ბედნიერი ვარ ამ მნიშვნელოვანი სამი ქულით. სტადიონზე გულშემატკივრების წინაშე თამში მშვენიერი იყო', - განაცხადა მიულერმა.