ბაიერნი 1:3 აინტრახტი - მატჩისშემდგომი კომენტარები » მიუნხენის "ბაიერნის" ფან-კლუბი
...

ბაიერნი 1:3 აინტრახტი - მატჩისშემდგომი კომენტარები

გუშინ საღამოს გერმანიის თასის ფინალური მატჩი მიუნხენის "ბაიერნისთვის" წარუმატებლად დასრულდა - "რეკორდმაისტერი" ბერლინში ფრანკფურტის "აინტრახტთან" 1:3 დამარცხდა.

თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი მხარეებმა ფინალური შეხვედრა შეაფასეს.

იუპ ჰაინკესი: "როდესაც აგებ, მსაჯზე არ უნდა ისაუბრო. "აინტრახტს" გერმანიის თასის მოგებას ვულოცავ. ბურთის ამოტანის დროს შეცდომა დავუშვით, რასაც მეტოქის გოლი მოჰყვა, არ გაგვიმართლა როდესაც ლევანდოვსკიმ საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა. მეტოქემ თავის სტილში ითამაშა: აგრესიულად, ძალიან ბევრი მოძრაობით და ვფიქრობ, შედეგი უნდა მივიღოთ. ფრანკფურტელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მიზანს მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ამ თამაშის მოგება შეგვეძლო, მაგრამ როდესაც საკუთარ შანსებს ვერ იყენებ, ასეთი ფინალის მოგების პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს".

თომას მიულერი: "მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში კარგი შანსები გვქონდა, პირველ ტაიმში ვერ გადავიტანეთ მოედანზე გაგმა, რომელიც შევიმუშავეთ. ამის შემდეგ კი ბურთის ამოტანის დროს დაშვებული შეცდომის გამო ანგარიშში ჩამოვრჩით. "აინტრახტმა" ისე ითამაშა, როგორც ველოდით. ჩვენ რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა, ფრანკფურტელებმა კი 3 მომენტიდან 2 ბურთი გაიტანეს. ეს არანორმალურად საწყენია. ახლა დასკვნების გამოტანა არ არის აუცილებელი".

ნიკო კოვაჩი ("აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი): "ამაზე მატჩის წინ ყველანი ვოცნებობდით. კლუბის, დიდებული ქომაგებისა და საკუთარი გუნდის გამო ძალიან მოხარული ვარ. თუ მოწოდების სიმაღლეზე ხარ, მაშინ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია. გასულ წელს არ გამოგვივიდა, მაგრამ ახლა გავაკეთეთ. ჩვენი ტრიუმფი დაუმსახურებელი არ ყოფილა. მოხარული ვარ, ტიტულის გამო, მაგრამ ვწუხვარ, რადგან მივდივარ".

კევინ-პრინც ბოატენგი ("აინტრახტის" ნახევარმცველი): "ეს უბრალოდ არანორმალურია. სრული ქება ამ გუნდს. ჩვენ გრძნობა გამოვავლინეთ! თუ იბრძოლებ და საკუთარი თავის რწმენა გექნება, აუცილებლად დასაჩუქრდები".

ბრუნო ჰიუბნერი ("აინტრახტის" სპორტული დირექტორი): "მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ცოტათი გაგვიმართლა, ამ გუნდის წინაშე ქუდს ვიხდი".скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა