დევისის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია - ბაიერნის ექიმი ნაგელსმანსს 'აფრთხილებს;

დევისის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია - ბაიერნის ექიმი ნაგელსმანსს 'აფრთხილებს;

ბაიერნის დაცვაში რომ სერიოზული პრობლემებია, ეს ბუნდესლიგის წინა ტურში, ბოხუმთან (4:2) წაგებულმა შეხვედრამაც ნათლად გვაჩვენა.

გუნდს ამ დრომდე აკლია მარცხენა მცველი, ალფონსო დევისი, რომელსაც მიოკარდიტის გამო დიდი დრო გაუცდა - ნაგელსმანი იმედოვნებს, რომ ფონზი ორ კვირაში დაბრუნდება, მაგრამ შესაძლოა გამოაჯნმრთელების პროცესი ასე მალე არ დასრულდეს.

გერმანულ გამოცემა kicker-თან კანადელი მოთამაშის ჯანმრთელობის შესახებ ბაიერნის ექიმმა, ჰოლგერ ბროიხმა ისაუბრა: 'მიოკარდიტი როცა სპორტსმენებს ემართება, ცუდია. გარდა ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბევრი ცოდნა პოსტ-კოვიდ მდგომარეობის შესახებ.

სწორედ ამიტომ, სპორტსმენები, იქნებიან ეს პროფესიონალები თუ მოყვარულები, ფრთხილად უნდა იყვნენ კორონავირუსის გადატანის შემდეგ სპორტული აქტივობების ხელახლა დაწყებისას', - განაცხადა ბროიხმა.

ასე და ამგვარად, ალფონსო დევისის დაბრუნების სავარაუდო თარიღი 2 კვირა სახელდება, თუმცა შესაძლოა ეს მისი დაბრუნების დრო კვლავ გადაიდოს.


14-02-2022, 23:28
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0