პოლიცია იძიებს წერილს, რომელიც სიცოცხლის მუქარით ემუქრებოდა ბაიერნის 3 მოთამაშეს - ლევანდოვსკის, ნოიერს და გნაბრის. აღნიშნული წერილი სენტ-პაულის ოფისში 12 იანვარს გაიგზავნა სათაურით: 'გადაარჩინე ლიგა, გადაარჩინე ფეხბურთი - ცეცხლი და სიკვდილი ბაიერნის ბინძურ ღორებს!'
ამის თაობაზე, გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში პოლიციის სპიკერმა ფლორიან აბენსეტმაც ისაუბრა:
'ჩვენ ვიძიებთ ეჭვმიტანილის მუქარის შემცვლელ წერილს, რომელიც საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის და სისხლის სამართლის დანაშაულის საქეა. გამოძიება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს', - განაცხადა აბენსეტმა.
ბაიერნი და გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე ამ დრომდეუარს აცხადებენ.