"ამ შეხვედრაში სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ", - ადეიემის კომენტარი ბაიერნთან მატჩამდე

"ამ შეხვედრაში სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ", - ადეიემის კომენტარი ბაიერნთან მატჩამდე

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 1/8 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ზალცბურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ავსტრიელთა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარიმ ადეიემიმ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

'ბაიერნს ჩვენი ხარისხით, თამაშისადმი მიდგომით და ინტენსიური მოძრაობით შეგვიძლია გავურთულოთ საქმე. ამ შეხვედრაში, სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით, ცხადია მოსაგებად ვიბრძოლებთ, მაგრამ რა თქმა უნდა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ბაიერნი უმაღლესი დონის კლუბია, რომელსაც საკმარისი გამოცდილება აქვს.

აღნიშნული შეხვედრა ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მე მიუნხენიდან ვარ. დიდი პატივია ბაიერნის წინააღმდეგ თამაში. სამქე მეტოქეობას არ ეხება, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი გუნდის წინააღმდეგ მიწევს თამაში
', - განაცხადა ადეიემიმ.

ცნობისთვის, კარიმმა მიმდინარე სეზონში ზალცბურგის მაისური 29 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 18 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით მოახერხა.


16-02-2022, 15:53
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0