"მიულერის მოქმედებები მოედანზე ხანდახან ფეხბურთელისთვის უჩვეულოა", - ზლატკო იუნუზოვიჩი

"მიულერის მოქმედებები მოედანზე ხანდახან ფეხბურთელისთვის უჩვეულოა", - ზლატკო იუნუზოვიჩი

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 1/8 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ზალცბურგს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ავსტრიელთა გამოცდილმა შუახაზელმა, ზლატკო იუნუზოვიჩმა მოახლოებული შეხვედრა შეაფასა:

'ძალიან ცოტაა ბაიერნში ისეთი მოთამაშეები, რომლებიც შენზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდნენ. ჩემთვის, ტომას მიულერია გამორჩეული - ის ამდენი წელია თანმიმდევრულად თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედებები ხანდახან ფეხბურთელისთვის უჩვეულოა (იცინის).

რაც შეეხება მიუნხენური გუნდის დანაკლისს, ჩვენც ტრავმის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაგვაკლდება. ვფიქრობ, ბაიერნს საკმარისად ღრმა შემადგენლობა ჰყავს საიმისოდ, რომ არსებული დანაკლისი შეავსონ.

ზალცბურგი სათამაშო სტილს ნამდვილად არ გადაუხვევს, თუნდაც ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ბაიერნია - ვითამაშებთ აგრესიულად და შეტევით ფეხბურთს.

ერთადერთი, რისი შეცვლად შეიძლება ბაიერნთან წინა დაპირისპირებიდან არის ის, რომ შედარებით ნაკლები შეცდომა დავუშვათ
', - განაცხადა იუნუზოვიჩმა.

ცნობისთვის, 34 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 ჩატარებული შეხვედრა და 4 საგოლე გადაცემაა.


16-02-2022, 19:15
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0