ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა, სადაც მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ზალცბურგს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ანგარიში 21-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ჩიკვუბუიკე ადამუმ გახსნა, რასაც ბაიერნმა მხოლოდ 90-ე წუთზე, კინგსლი კომანის გოლით უპასუხა.
ჩემპიონთა ლიგის ორგანიზატორებმა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ავსტრიელთა 22 წლის შუახაზელი, მუჰამედ კამარა დასახელდა.
მაგრამ, ყველა სპორტული ინტერნეტ-გამოცემის თანახმად, ყველაზე მაღალი შეფასება კინგსლი კომანმა დაიმსახურა.