...

რობენი შესვენებაზე შეცვალეს

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ვინგერი, არიენ რობენი, ლუქსემბურგთან ახლახანს დასრულებულ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და შესაძლოა, არიენს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

32 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პირველ ნახევარში ჩინებული თამაში ჩაატარა და გოლიც გაიტანა, მაგრამ შესვენების დროს ადგილი ახალგაზრდა ბერხისს დაუთმო. მიზეზად კი მცირე დაზიანება სახელდება.

ჰოლანდიის ნაკრებმა, საბოლოოდ, მემფის დეპაის დუბლით 3:1 იმარჯვა, მაგრამ "რეკორდმაისტერმა", შესაძლოა, კინგსლი კომანისა და არტურო ვიდალის შემდეგ, კიდევ ერთი მოთამაშე დაკარგოს.

"არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდი მომენტია. პირველი ტაიმის შემდეგ იმიტომ შემცვალეს, რომ რისკებზე წასვლა საჭირო არ იყო. თავს იდეალურად არ ვგრძნობდი და ვნახოთ ახლა რა მოხდება", - განაცხადა თავად რობენმა, რომელმაც "ბაიერნის" ქომაგები ბოლომდე ვერ დაამშვიდა.

არიენმა მიმდინარე სეზონში ერთი ტრავმის მიღება მოასწრო, რომლის გამოც დაახლოებით ერთი თვე გამოტოვა და იმედია, ახლა ყველაფერი რიგზე იქნება, რადგან "ბაიერნს" სანაკრებო შესვენების შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ურთულესი ბრძოლა ელოდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
william265
william265 | 14 ნოემბერი 2016 14:47
ამ საიტის მთავარი ადმინი რომელია? თუ ნახო ეს კომენტარი დამირეფლე ან პმ მომწერე საქმე მაქვს რაღაც
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა