ახლახანს დასრულდა ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრა, სადაც ბაიერნმა გროიტერ ფიურტს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულებლის შემდეგ, ჟურნალისტებთან მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა:
'პირველი ტაიმი 4-2-3-1 ტაქტიკით დავიწყეთ, რადგან ბიჭებს შეხვედრის რიტმი ეგრძნოთ და იმ სისტემაში მიგვეღო დადებითი შედეგი, რასაც მოთამაშეები ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში იყვნენ მიჩვეულნი.
მეორე ტაიმში ყველაფერი რადიკალურად შევცვალეთ და პირველი 20 წუთი ძალიან, ძალიან კარგი იყო. მალევე მოვახერხეთ გოლის გატანა და საბოლოოდ თამაში დამსახურებულად მოვიგეთ', - განაცხადა ნაგელსმანმა.