BREAKING | უეფა ზალცბურგის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
უეფა საფეხბურთო კლუბ ზალცბურგის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Kicker-ი ავრცელებს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ბაიერნის გულშემატკივრებს ბილეთებისთვის ზალცუბრგის გულშმატკივრებზე ორჯერ მეტის გადახდა მოუწიათ, რაც უეფას რეგულაციების მე-19 მუხლს არღვევს.
მიუნხენური გრანდის გულშემატკივართა დიდი ნაწილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.
ცნობისთვის, ბაიერნი და ზალცბურგი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის 1/8 ფინალში ერთმანეთს 16 თებერვალს დაუპირისპირდნენ და ფრედ, 1:1 ითამაშეს. განმეორებითი შეხვედრა 8 მარტს, ალიანს არენაზეა ჩანიშნული.