...

გერმანიის ნაკრებმა საბოლოო განაცხადი წარადგინა

დღეს ცნობილი გახდა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს.

"ბუნდესნაკრების" მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, წინასწარ გამოძახებული 27 მოთამაშიდან 4 სახლში გაუშვა და ფინალური განაცხადი წარადგინა.

საბედნიეროდ, გაფართოებული სიიდან მიუნხენის "ბაიერნის" არცერთი წევრი არ დაბრუნდება შინ, მაგრამ ლიოვმა ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება მაინც მიიღო - საბოლოო სიაში "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ლეროი სანე, არ შეიყვანა.

სანეს გარდა იმედები ბერნდ ლენოს, ჯონათან ტასა და ნილს პეტერსენს გაუცრუვდათ.

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

მეკარეები: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა"), კევინ ტრაპი ("პსჟ").

მცველები: იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), მატის გინტერი ("მ.ბორუსია"), ანტონიო რუდიგერი ("ჩელსი"), მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე, ჟერომ ბოატენგი (სამივე "ბაიერნი"), იონას ექტორი ("კიოლნი"), მარვინ პლატენჰარდტი ("ჰერტა").

ნახევარმცველები: სამი ხედირა ("იუვენტუსი"), ტონი კროოსი ("რეალი"), ილქაი გიუნდოგანი ("მანჩესტერ სიტი"), სებასტიან რუდი ("ბაიერნი"), ლეონ გორეცკა ("შალკე"), იულიან ბრანდტი ("ბაიერი"), იულიან დრაქსლერი ("პსჟ"), თომას მიულერი ("ბაიერნი"), მესუთ იოზილი ("არსენალი"), მარკო როისი ("დ.ბორუსია").

თავდამსხმელები: მარიო გომესი ("შტუტგარტი"), ტიმო ვერნერი ("ლაიფციგი").

გერმანიის ეროვნული ნაკრები ასპარეზობას 17 ივნისს დაიწყებს. გერმანია F ჯგუფში მექსიკის, შვედეთისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებს დაუპირისპირდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები ლეროი სანე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა