კიმიხი ლაიფციგზე უნდა ვიფიქროთ და არა ბორუსიაზე

კიმიხი ლაიფციგზე უნდა ვიფიქროთ და არა ბორუსიაზე

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა უკანა ხაზელმა, იოზუა კიმიხმა, ბუნდესლიგაში ამ მომენტისთვის არსებული სიტუაცია შეაფასა.

"დორტმუნდის "ბორუსიას" მარცხს არაფერი შეუცვლია. ჯერ მხოლოდ სამი ტურია გასული, ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშავოთ და წინ ვიაროთ.

გარკვეული ქულები უკვე დავკარგეთ, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თამაშია. თუ საჭირო რაოდენობის ქულებს დავაგროვებთ, კვლავ გავხდებით ჩემპიონები, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

"ლაიფციგმა" სამი გამარჯვებით იდეალური სტარტი აიღო. ჩვენ უკან ვართ და ცხადია, ამ პოზიციაზე დიდი ხნით დარჩენა არ გვსურს. გვირჩევნია, რომ წინ ვიყოთ.

ახლა მომდევნო თამაში ძალიან მნიშვნელოვანია - ლაიფციგში საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ. "ლაიფციგის" წინააღმდეგ სათამაშოდ ახლა იდეალური დროა - მეტოქე კარგ განწყობაზეა და ჩვენს ძალებს რეალურად დავინახავთ.

დორტმუნდის "ბორუსია" დიდებული გუნდია, ბუნდესლიგა კი კონკურენტუნარიანია. ნებისმიერი თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ახლა ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და მხოლოდ მომდევნო თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ვფიქრობ, ტიტულისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება", - განაცხადა 24 წლის გერმანელმა.

სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 9 ქულით "ლაიფციგი" ერთპიროვნულად ლიდერობს. შემდეგ 7 ქულით მოდიან "ბაიერნი", "ვოლფსბურგი", ლევერკზუზენის "ბაიერი". დორტმუნდის "ბორუსია" შაბათს "უნიონ ბერლინთან" 1:3 დამარცხდა და 6 ქულით მე-5 ადგილზეა.

სანაკრებო შესვენების შემდეგ, 14 სექტემბერს, ნიკო კოვაჩის გუნდი სტუმრად სწორედ "ლაიფციგს" შეხვდება.


2-09-2019, 02:15
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0