...

ბოლო ტესტი მსოფლიოს წინ: გერმანია საუდის არაბეთს უმასპინძლებს

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უკვე 1 კვირაა დარჩენილი და "ბუნდესნაკრები" რუსეთში გამგზავრებამდე დღეს ბოლო ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.1

იოახიმ ლიოვის გუნდი კიოლნში საუდის არაბეთს დაუპირისპირდება და ეცდება, რომ ავსტრიასთან მარცხის შემდეგ პოზიტიური შედეგი დააფიქსიროს.

გერმანია - საუდის არაბეთი

დაწყების დრო: 21:30 საათი
სტადიონი: "ბაი-არენა", ლევერკუზენი

უახლოესი ინფორმაცია

ავსტრიასთან წაგებული მატჩის შემდეგ იოახიმ ლიოვმა ყურადღება ფინალურ განაცხადზე გადაიტანა, რომელშიც ყველასათვის მოულოდნელად, "მანჩესტერ სიტის" ტექნიკური ვინგერი, ლეროი სანე, ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, უკვე თითქმის დადასტურდა, რომ რუსეთში "ბუნდესთიმის" პირველი ნომერი მანუელ ნოიერი იქნება. მანუ, სავარაუდოდ, დღესაც სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

სამწუხაროდ, გერმანიის ეროვნულ გუნდს დაზიანების გამო მესუთ იოზილი გამოაკლდა. "არსენალის" ნახევარმცველმა დაზიანება გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და ლიოვი არ გარისკავს. აგრეთვე, დაისვენებს ჟერომ ბოატენგიც, რომელმაც ბარძაყის სერიოზული ტრავმის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც სრულფასოვანი ვარჯიშები განაახლა.

დღეისთვის ძირითადში "ბუნდესთიმის" ნახევარდაცვის ლიდერის, ტონი კროოსის, დაბრუნებაა მოსალოდნელი. მას მადრიდის "რეალში" საკმაოდ დატვირთული სეზონი ჰქონდა, ამიტომ წინა მატჩში დაისვენა, ახლა კი მისი თამაშის ჯერია.

საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის თამაშში მიიღებს მონაწილეობას, ამიტომ ეცდება, რომ რუსეთთან პირველი მატჩისთვის საუკეთესო ფორმა აკრიფოს. ხუან ანტონიო პიცის გუნდმა პირველი ტესტ-მატჩი ჩააგდო და პერუსთან 0:3 განადგურდა, ახლა კი ძალებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ გამოცდის.

საუდის არაბეთის ნაკრებში მთავარ საფრთხეს შეტევითი ხაზი წარმოადგენს. ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მოჰამედ ალ-საჰლავია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 ბურთი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები


გერმანია: ნოიერი (კ) - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ექტორი - კროოსი, ხედირა - მიულერი, გორეცკა, როისი - ვერნერი.
მატჩს გამოტოვებენ: ბოატენგი, იოზილი.

საუდის არაბეთი: ალ მოსაილემი - ალ შაჰრანი, ოს.ჰავსავი (კ), ომ.ჰავსავი, ალ ჰარბი - ალ ხაიბრი, ალ ფარაჯი - ალ აბედი, ალ ჯაზიმი, ალ შეჰრი - ალ საჰლავი.
მატჩს გამოტოვებენ: -

საინტერესო ფაქტები

  • ავსტრიის წინააღმდეგ მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრებში 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და "ბუნდესთიმის" თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

  • მარკო როისმა კი კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოირგო ეროვნული გუნდის მაისური - 2016 წლის მარტის შემდეგ, როდესაც გერმანია ინგლისთან დამარცხდა.

  • გერმანიის ეროვნულ გუნდს საუდის არაბეთის წინააღმდეგ 100%-იანი მაჩვენებელი აქვს - სამიდან სამი მოგება, ბურთების სხვაობით - 17:0.

  • ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 16 წლის წინ, 2002 წლის 1 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, გაიმართა. რუდი ფიოლერის გუნდმა საუდის არაბეთი 8:0 გაანადგურა და მიროსლავ კლოზემ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

  • გერმანიის ნაკრებს ამხანაგურ თამაშებში 6 მატჩიანი მოუგებელი სერია (4 ფრე, 2 წაგება) აქვს, რაც 21-ე საუკუნეში არასოდეს მომხდარა.

რა თქვა თამაშის წინ მიროსლავ კლოზემ?

​"ტიმო ვერნერი აუცილებლად ითამაშებს. ამაზე წინასწარ შევთანხმდით. ჟერომ ბოატენგის მდგომარეობას კი საღამოს განვიხილავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

აქ კარგად ვივარჯიშეთ. ახლა კი პოზიტიური გუნდური სულისკვეთება უნდა მოვიპოვოთ, რომელიც აუცილებელია. 2014 წელს კამპო-ბაიაში სწორედ ასეთი დიდებული ატმოსფერო სუფევდა და ვეცდებით, ახლაც იგივე გავაკეთოთ".​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები პრევიუ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა