მოგეხსენებათ, ლეონ გორეცკამ ტრავმა 2021 წლის მიწურულს მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა.
რეაბილიტაციის პროცესში იყო გართულებები, თუმცა ამჯერად ყველაფერი კარგადაა - 27 წლის შუახაზელმა დღეს გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა და თუ ადგილობრივ გამოცემა Bild-ს დავუჯერებთ, გორეცკა შაბათს, უნიონ ბერლინთან გასამართი შეხვედრისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
სავარაუდოდ, ნაგელსმანი გერმანელ შუახაზელს თანამემამულე იოზუა კიმიხს შეუწყვილებს.