...

ნოიერი: "საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დამიკარგავს"

გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილება, რუსეთში მისი პირველ ნომრად წაყვანა, შეაფასა.

"საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დამიკარგავს. დარწმუნებული ვარ, ისეთ ინტენსიურ ტურნირს, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, გავუმკლავდები.

როდესაც ტრავმირებული ხარ, მორალური სულისკვეთების ამაღლება გიწევს. ეს რთული პერიოდი იყო, მაგრამ თან ახლდა სასარგებლო ასპექტებიც.

ოპტიმისტად დავრჩი. ტრავმის რისკი? ეს ყველას აქვს. არ მეშინია, საკუთარი თავის მჯერა და მოტივირებული ვარ. მეკარემ გუნდს შიში არ უნდა აგრძნობინოს.

ტერ შტეგენი? მისი სულიერი მდგომარეობა მესმის. მან "ბარსელონასთან" ერთად კარგი სეზონი ჩაატარა და თითოეულ ჩვენგანს თამაში სურს. ის გუნდისთვის ფასეული მოთამაშეა", - აღნიშნა მანუმ.

მანუ ნოიერს ტერფის სერიოზული ტრავმის გამო 8 თვე გაუცდა, მაგრამ მუნდიალამდე რამდენიმე კვირით ადრე ეროვნულ გუნდს შეუერთდა, ტესტ-მატჩებიც ჩაატარა და მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა