...

ბაიერნის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშე აირჩიეს

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით ქომაგებმა "რეკორდმაისტერის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

2017/18 წლების სეზონში მიუნხენური კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად მანუელ ნოიერის შემცვლელი, სვენ ულრაიხი, დასახელდა. 29 წლის გერმანელს უნიკალური შანსი მიეცა და სვენმა ეს შესაძლებლობა იდეალურად გამოიყენა.

ულრაიხმა სულ 47 თამაშში მიიღო მონაწილეობა, აჩვენა ძალიან დამაჯერებელი თამაში, 17-ჯერ შეინახა კარი მშრალად, მოიგერია რამდენიმე მნიშვნელოვანი პენალტი და გააკეთა არაერთი ბრწყინვალე სეივი. იყო მოულოდნელი შეცდომა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზეც, მაგრამ საერთო ჯამშს ულრაიხს მართლაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა.

სვენმა ხმების 32.7% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილი "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, იოზუა კიმიხმა, დაიკავა. იომ, რომელმაც ლეგენდარული ფილიპ ლამი პირველ სეზონში შესანიშნავად შეცვალა, ხმების 25% მიიღო. კიმიხმა გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 17 ასისტი გააკეთა - იდეალური მაჩვენებელი განაპირა მცველისთვის.

მესამე ადგილი კი "რეკორდმაისტერის" ახალწვეულმა, ხამეს როდრიგესმა, 19.6%-თ დაიკავა. კოლუმბიელმა "ბაიერნის" ქომაგებს თავი ლამაზი სათამაშო სტილით, ჭკვიანური პასებითა და მებრძოლი ხასიათით მოაწონა. ხამესმა სეზონი 39 თამაშში 8 გოლითა და 14 ასისტით დაასრულა.

"ბაიერნის" სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გულშემატკივრების ვერსიით:

1. სვენ ულრაიხი - 32.7%

2. იოზუა კიმიხი - 25%

3. ხამეს როდრიგესი - 19.6%

4. თომას მიულერი - 8.5%

5. რობერტ ლევანდოვსკი - 3.8%скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა