მოგეხსენებათ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე, მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნს მეტოქედ ესპანური ვილიარეალი შეხვდა.
აღნიშნული წილისყრა ბაიერნის ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა შეაფასა:
'ეს არ არის ყველაზე რთული მეტოქე, მაგრამ მათ იუვენტუსის დამარცხება შეძლეს და ზალცბურგთან ნათამაშები პირველი შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება არასდროს არ არის ადვილი', - განაცხადა კომანმა.