...

ჰუმელსი: "კიდევ ერთი ასეთი თამაში და სახლში წავალთ"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, შვედეთთან თამაშის წინ საკუთარი გუნდი გააფრთხილა და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისთანავე გაცილებით უკეთ ვითამაშებდით. ჩვენ საკუთარი ძალის იმედი გვქონდა, რაც ზოგადად კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში არასწორი გამოდგა.

საკუთარ თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ კიდევ ერთი მექსიკასთან თამაშის მსგავსი მატჩი ჩავატაროთ, რადგან ამ შემთხვევაში სახლში წასვლა მოგვიწევს. ვფიქრობ, როგორც იქნა გავიაზრეთ, რომ ყველაზე მაღალი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ.

ბოლო წლებში კრიტიკა, სავარაუდოდ უფრო სოციალური ქსელების გამო, ძალიან ექსტრემალური გახდა. ჩვენ ვიცით და გვესმის, რომ წარმატების შემთხვევაშიც, რეაქცია გადამეტებული იქნება.

შესაძლოა ყველაფერი მოხდა, მაგრამ მემგონი გასაგებია, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ იმის გამეორებას, რაც პირველ მატჩში მოხდა. ჩვენ გერმანიის ნარკების სულ სხვა სახეს დაგანახებთ, როგორც ტაქტიკური, ისე ინდივიდუალური თვალსაზრისით", - განაცხადა ჰუმელსმა.

"ბუნდესნაკრებმა" მუნდიალი მექსიკასთან სენსაციური მარცხით (0:1) დაიწყო და ახლა, 23 ივნისს, შვედეთს დაუპირისპირდება. შვედებმა პირველი მატჩი მოიგეს, ამიტომ გერმანიას მხოლოდ სამი ქულის მოპოვება აწყობს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები მატს ჰუმელსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა