...

კიმიხი: "შესაძლოა, არ გაგვიმართლა"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, იოზუა კიმიხმა, სამხრეთ კორეასთან საბედისწერო მარცხი შეაფასა.

"მთავარი მწვრთნელი ალბათ მართალია, როდესაც თქვა, რომ სიმსუბუქე დაგვაკლდა. მეორე ტაიმში კი უბრალოდ გოლი დაგვაკლდა. ვფიქრობ, ერთი ბურთიც საკმარისი იქნებოდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

არ ვიცი უკავშირდება თუ არა ასეთი გამოსვლა ამხანაგურ შეხვედრებს. ფაქტი კი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაში ვერ ვაჩვენეთ

პირადად მე მინდა, რომ იოახიმ ლიოვი ეროვნულ ნაკრებში დარჩეს. ახლა კორეასთან თამაშის გაანალიზება რთულია. შესაძლოა, პირველ ტაიმში არასაკმარისად თამამად ვთამაშობდით, ზედმეტად ფრთხილად ვმოქმედებდით და არც ისე ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით.

მეორე ნახევარში თამაში უკეთესი იყო, მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. შესაძლოა, უბრალოდ არ გაგვიმართლა. გასახდელში მწვრთნელს ჩვენთვის არაფერი უთქვამს", - განაცხადა იომ.

"ბუნდესნაკრებისთვის" რუსეთის მუნდიალი დღეს ყაზანში დასრულდა - ლიოვის გუნდი სამხრეთ კორეასთან 0:2 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები იოზუა კიმიხი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა