რატომ აღმოჩნდა ბაიერნი მინდორზე 12 ფეხბურთელით? - ნაგელსმანმა ყველაფერი განმარტა

რატომ აღმოჩნდა ბაიერნი მინდორზე 12 ფეხბურთელით? - ნაგელსმანმა ყველაფერი განმარტა

ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ფრაიბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობის დროს უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა. "რეკორდმაისტერი" გარკვეული დროის განმავლობაში 12 ფეხბურთელით იყო მინდორზე.

კერძოდ, 85-ე წუთზე იულიენ ნაგელსმანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, თუმცა "ბაიერნის" მხრიდან ორის ნაცვლად მინდვრიდან მხოლოდ 1 ფეხბურთელი გავიდა. აღნიშნულზე კომენტარი თავად ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა:

"სარეზერვო მსაჯმა არასწორი ნომერი აჩვენა და კომანმა არ იცოდა, რომ მოედანი მას უნდა დაეტოვებინა - რა ნომერიც აჩვენეს, ეს კინგის ძველი სათამაშო ნომერი იყო, სწორედ ამიტომ შეიქმნა გაურკვევლობა.

ვფიქრობ, ასე სადღაც 8-9 წამი ვითამაშეთ 12 კაცით. ცოტა უცნაური ეპიზოდი კი იყო, მაგრამ ამას მატჩის შედეგზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.

ცხადია, გულშემატკივრები ამ თემას აქტიურად განიხილავენ, რაც ნორმალური ამბავია - კარგად ვიცი ვინ არის დანმაშავე, მაგრამ არ დავასახელებ, ამას თქვენ, ჟურნალისტებს მოაგნდობთ
", - განაცხადა ნაგელსმანმა.

გირჩევთ: აღნიშნული ეპიზოდის ვიდეო


3-04-2022, 15:19
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0