სიტყვიერი დაპირისპირება კლოპი კოვაჩის დაგვიანებულმა ხელის ჩამორთმევამ გააღიზიანა

სიტყვიერი დაპირისპირება კლოპი კოვაჩის დაგვიანებულმა ხელის ჩამორთმევამ გააღიზიანა

"ლივერპულისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა მცირე ინციდენტით დასრულდა.

"ენფილდზე" საკმაოდ დაძაბული და ინტენსიური ბრძოლა უგოლოდ დასრულდა, ხოლო თამაშის შემდეგ გუნდების მთავარი მწვრთნელები, იურგენ კლოპი და ნიკო კოვაჩი, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

საფინალო სასტვენის შემდეგ მერსესაიდელების თავკაცი, იურგენ კლოპი, ნიკო კოვაჩთან მივიდა ხელის ჩამოსართმევად, მაგრამ ხორვატი სპეციალისტი ამ დროს თავის სამწვრთნელო შტაბს ულოცვდა, რის გამოც გერმანელს ხელი გარკვეული დროის შემდეგ, დაგვიანებით, ჩამოართვა.

"ეს მცირე გაუგებრობა იყო. მინდოდა, რომ თამაშის დასრულებისთანავე ჩამომერთმია მისთვის ხელი. თუმცა ნიკომ ჯერ მთელს ბავარიას ჩაურტყა ხელი, არა მიუნხენის "ბაიერნს", არამედ მთელ ბავარიას!

შემდეგ, როდესაც მომიტრიალდა ვუთხარი: "ეი, შემდეგ ჯერზე მოდი ორი წამით მოტრიალდი, რათა მეც მალე მივიდე ჩემს ხალხთან. საკმაოდ დიდი ხანი გელოდებოდი".

მან მითხრა, რომ პირველ რიგში რიბერისთან უნდოდა მისვლა, ვინაიდან ის მამა გახდა. თუმცა ის ხომ უკვე მეხუთედ გახდა მამა - ეს უკვე არც ისე ამაღელვებელია".

ამ ინციდენტს გამოეხმაურა თავად ნიკო კოვაჩიც: "ყველაფერი ნორმალურად იყო. ინგლისში საფინალო სასტვენისთანავე ხელის ჩამორთმევა მიღებული პრაქტიკაა. ამ შემთხვევაში კი მე ჯერ ჩემს შტაბთან მივედი და არა მასთან.

კლოპი ინგლისში ამას არ არის მიჩვეული. მას ბოდიში მოვუხადე და ამის შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით".

იხილეთ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო:



23-02-2019, 20:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0