მიუნხენის სასამართლომ ბოატენგის წინააღმდეგ საქმე გახსნა

მიუნხენის სასამართლომ ბოატენგის წინააღმდეგ საქმე გახსნა

მიუნხენური კლუბის გამოცდილი ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, სერიოზულ შარში გაეხვა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, მიუნხენის პროკურორმა ჟერომის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გახსნა საქმე.

31 წლის გერმანელს ბრალად ედება ძალადობა ყოფილი პარტნიორისადმი. ჟერომის ყოფილი გოგონა აცხადებს, რომ ბოატენგის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს სისტემატიური სახე ჰქონდა.

საქმის პროკურორის, ან ლიდინგის, განცხადებით, ბოატენგმა ძალადობა ჯერ 2018 წლის შემოდგომაზე, ხოლო შემდეგ 2019 წლის 11 თებერვალს განახორციელა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება საქმე, მაგრამ ჟერომ ბოატენგს მინიმუმ სასამართლოში მოუწევს გამოცხადება.

გამოცდილი გერმანელი ზაფხულის ბოლოს გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ მიუნხენში დარჩა.


4-09-2019, 12:54
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0