...

კოვაჩმა ბაიერნის სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა

მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, კლუბიდან რამდენიმე მოთამაშის შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი და თითოეულ სატრანსფერო ჭორს შეეხო.

ჟერომ ბოატენგზე: "ფრანკფურტში მიხაროდა, რომ კევინ-პრინცი მყავდა, ახლა კი იგივეს ვიტყვი ჟერომზე".

რობერტ ლევანდოვსკიზე: "ვფიქრობ, ლევი ძალიან მაგარია! ის მსოფლიო კლასის ფორვარდია, რომელმაც კლუბისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და მომავალშიც ბევრს გააკეთებს. დაფასება ყველას სჭირდება, მიუხედავად წარმატებისა".

რენატუ სანჩეშზე: "ვისურვებდი, რომ მან ღირსეულად იბრძოლოს. ორი აზრი არ არსებობს, რომ მას შესაძლებლობები აქვს. ვეცდები, რომ დავეხმარო და გუნდში ადაპტაცია მარტივად გაიაროს, ვინაიდან მას წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა და აუცილებლად სჭირდება თანადგომა".

ანტე რებიჩზე: "ის დიდებული მოთამაშეა და ნებისმიერ გუნდს მოერგებოდა".

ჟერომ ბოატენგისა და რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ძალიან ბევრი იწერება, რენატუ სანჩეშს კი მიუნხენურმა გრანდმა მეორე შანსი მისცა, მაგრამ მოედნის ცენტრში ძალიან დიდი კონკურენციაა.

რაც შეეხება ანტე რებიჩს, რომელსაც კოვაჩი ფრანკფურტის "აინტრახტში" წვრთნიდა, "ბაიერნი" მისით ინტერესდება და შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მასთან მოლაპარაკებებიც გამართოს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა