კოვაჩი: "სანჩეშს ყველანაირად დავეხმარები" » მიუნხენის "ბაიერნის" ფან-კლუბი
...

კოვაჩი: "სანჩეშს ყველანაირად დავეხმარები"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, რენატუ სანჩეშის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ვეცდები, რომ რენატუმ აქ კარგად იგრძნოს თავი. როდესაც მოთამაშე თავს კარგად გრძნობს, მისთვის მუშაობა გაცილებით მარტივია.

მას აქვს ისეთი შესაძლებლობები, რომელთაც ბუნდესლიგაში ხშირად ვერ შეხვდები, ამიტომაც დაიმატა ის კლუბმა.

მე კი მინდა, რომ რენატუმ იბრძოლოს, პირველივე წუთიდან მოტივირებული იყოს. თუ ის ამას გააკეთებს, მაშინ დარწმუნებული ვარ, მოახერხებს იმ დონეზე თამაშს, რომელსაც ჩვენ ველით მისგან და ის - საკუთარი თავისგან", - აღნიშნა 46 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერმა" რენატუ სანჩეში 2016 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონის, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის და მთლიანად ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის რანგში დაიმატა.

თუმცა ახალგაზრდა პორტუგალიელს მიუნხენში თამაში არ წაუვიდა და წარუმატებელი სადებიუტო სეზონის შემდეგ გუნდმა "სუონსი სიტიში" გაანათხოვრა, სადაც კიდევ უფრო დიდი რეგრესი განიცადა.

ახლა რენატუ "ბაიერნს" დაუბრუნდა, მაგრამ მოედნის ცენტრში ძალიან დიდი კონკურენციაა. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ნიკო კოვაჩი რენატუ სანჩეში
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა