ნიკო კოვაჩის 7 კანონი » მიუნხენის "ბაიერნის" ფან-კლუბი
...

ნიკო კოვაჩის 7 კანონი

ნიკო კოვაჩი ჯერ 1 კვირაა, რაც მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდა, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია - 46 წლის ხორვატმა ვარჯიშებზე არაერთი სიახლე შემოიტანა, ხოლო კლუბში ახალი წესები დანერგა!

აშკარაა, რომ 46 წლის ხორვატი სპეციალისტი ძალიან მობილიზებული და მონდომებულია და სურს, რომ საკუთარი გავლენა პირველივე დღეებიდან დაამყაროს.

მაშ ასე, გთავაზობთ ნიკო კოვაჩის 7 მთავარ კანონს, რომელიც მან "ბაიერნში" მუშაობის დაწყებიდან 6 დღეში დაამყარა:

1. აქ ბოსი მე ვარ!

კოვაჩმა რობერტ ლევანდოვსკის პირდაპირ უთხრა, რომ ის გუნდში უნდა დარჩეს და თავისი თამაში გამოასწოროს. როდესაც ის ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, არაერთხელ დაუპირისპირდა "ყოვლისშემძლე" ბოსებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ შემადგენლობაში კონკრეტული მოთამაშეები მოეწყოთ.

2. სისხლის ყოველდღიური ანალიზი

ისე, როგორც ფრანკფურტში, კოვაჩმა მიუნხენშიც მოითხოვა, რომ თითეულმა მოთამაშემ ყოველდღე გაიკეთოს სისხლის ანალიზი, რათა მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობა შემოწმდეს და გაკონტროლდეს. კოვაჩი მიიჩნევს, რომ სამედიცინო ტესტები ძალიან მნიშვნელოვანია. მას ერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ფეხბურთში არაფერი რომ არ გამოსვლოდა, სპორტული ექიმი გახდებოდა.

3. ვარჯიშები მარკეტინგზე პრიორიტეტულია

ამერიკის ტურნეს განმავლობაში ყველა სარეკლამო სახის ღონისძიება მხოლოდ 21:30 საათის (თბილისის დროით) შემდეგ გაიმართება. დღის განმავლობაში იქნება მხოლოდ ვარჯიშები, რათა მოთამაშეების ყურადღება არ გაიფანტოს.

4. გამარჯვება "ბალკანური გენებით"!

კოვაჩმა ახლახანს თქვა: "ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფრის გატანა მიწევდა. ძალიან ბევრს ვშრომობდი!". ხორვატს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ერთხელ, ფრანკფურტში ყოფნის პერიოდში, მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული "ბალკანური გენები" აქვს და მაგალითი ცხოვრებიდან მოიყვანა: ის თავის გოგონას არასოდეს აგებინებდა კარტის თამაშის დროს, მაშინაც კი, როდესაც ის ძალიან პატარა იყო.

5. ექსპერტმა შენზე უკეთ იცის

კოვაჩს უყვარს ექსპერტებთან დაკავშირება იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს. მაგალითად, ფრანკფურტში მან იოგის მასწავლებელი აიყვანა იმისათვის, რომ მას მოთამაშეებთან ემუშავა.

6. საჭმელი - გართობა არ არის!

კოვაჩი საკუთარი მოთამაშეების დიეტას დიდ ყურადღებას აქცევს. ის ამისათვის ექსპერტებს ყოველთვის იწვევს. ნაკლები ხორცი და მეტი მარცვლეული! ცხელი წყლის დალევა მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისთვის. ეს ყველაფერი მოთამაშეების გამოსვლაზე კარგად აისახება.

7. გუნდი შენზე მნიშვნელოვანია!

კოვაჩმა გუნდური სულისკვეთება მაშინ ისწავლა, როდესაც ბერლინის ქუჩებში თამაშობდა. მას სურს, რომ "ბაიერნში" ერთობა დაამყაროს. "მე ვარ ტიპი, რომელსაც ბევრი მუშაობა უყვარს, მაგრამ ამავდროულად, იგივეს ელის სხვებისგანაც".скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ნიკო კოვაჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა