...

ცვლილებები 2018/19 წლების სეზონისთვის

მიუნხენის "ბაიერნმა" 2018/19 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე ვარჯიში უკვე 1 კვირაა დაიწყო და ნიკო კოვაჩმა გუნდში არაერთი სიახლე დანერგა.

კარგი ფეხბურთის, "რეკორდმაისტერის" თამაშებზე გადაჭედილი სტადიონების, იმედია რამდენიმე ტიტულის, გარდა ახალი სეზონი "ბაიერნისა" და სრულიად გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარს კიდევ რამდენიმე სიახლეს, ცვლილებას შესთავაზებს.

გთავაზობთ გერმანიის ბუნდესლიგის 2018/19 წლების სეზონისათვის დაგეგმილ ცვლილებებს:

სამწვრთნელო შტაბს ექნება უფლება, რომ ტექნიკური მოწყობილობები გამოიყენოს

ყურსასმენები და პლანშეტები სამწვრთნელო შტაბში, რომლის ხილვასაც მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მივეჩვიეთ, ამიერიდან გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატშიც იქნება დაშვებული. გერმანული ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, რომ მწვრთნელებმა გამოიყენონ ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც ტრიბუნებზე მყოფ კოლეგებს დაეკონტაქტებიან. აგრეთვე შესაძლებელი იქნება "ELAS-ს" სარეგისტრაციო სისტემის გამოყენება, რომელიც მატჩის მსვლელობისას მოთამაშეების მონაცემებს დაითვლის.

გარდა ამისა, ტექნიკა შეიძლება გამოიყენოს სამედიცინო მიზნითაც. ახალი ტექნიკა ექიმებს ტრავმის შემთხვევაში დიაგნოზის სწრაფად დასმაში დაეხმარება, შესაბამისად, მოთამაშეს სწორ დახმარებას მალევე აღმოუჩენენ და შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ჩემპიონთა ლიგაზე ახალი დროის განრიგი და ახალი წესი

ფლეი-ოფის, ჯგუფური ეტაპის, აგრეთვე 1/8 ფინალები, 1/4 ფინალები, 1/2 ფინალები და ფინალი ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება. გარდა ამისა, ჯგუფურ ეტაპზე ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს ორ-ორი მატჩი ცოტათი ადრე, 19:55 საათზე დაიწყება. პლიუს ამას, ბოლო ტურის ყველა შეხვედრა ერთდროულად დაიწყება. ამავდროულად, უეფა იტოვებს უფლებას, რომ გამონაკლის შემთხვევაში, ეს წესები შეცვალოს.

ფლეი-ოფის ეტაპიდან კი შემადგენლობის მხრივ ახალი წესი ამუშავდება. დამატებითი დროის შემთხვევაში გუნდებს დამატებით კიდევ ერთი ცვლილების უფლება ექნებათ. ფინალურ მატჩზე კი შესაძლებელი იქნება თამაშზე 23 მოთამაშის წარდგენა 18-ს ნაცვლად, შესაბამისად სათადარიგო სკამზე არა 7, არამედ 12 მოთამაშე იჯდება.

ბუნდესლიგაში ახალი ბურთი იქნება

ბუნდესლიგის ახალ სეზონში მოთამაშეები ახალი ბურთით ითამაშებენ. ამჯერად პირველი და მეორე ბუნდესლიგის ოფიციალურ ბურთებს ადიდასის მაგივრად დერბისტარი ("Derbystar") დაამზადებს. ამ ბურთით პირველად გერმანიის სუპერთასზე ითამაშებენ - 12 აგვისტოს გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის მფლობელ ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა