...

9 რამ, რაც ნიკო კოვაჩის შესახებ უნდა იცოდეთ

მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა თავკაცმა, ქარიზმატულმა და მონდომებულმა ნიკო კოვაჩმა, უკვე დიდი ყურადღება მიიქცია.

ხორვატის, როგორც მთავარი მწვრთნელის, შესაძლებლობებს სეზონის მსვლელობისას გავიგებთ, ხოლო ახლა გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ.

1. უფლის რწმენა


კოვაჩი, ზოგადად, ძალიან მორწმუნე ადამიანია და უფლის რწმენა მისთვის პირველ ადგილზეა. ნიკო კათოლიკეა. ის მარჯვენა ხელის მაჯაზე მუდმივად ატარებს ხის სამაჯუს, რომელზეც ლოცვებია დატანილი. კოვაჩი ეკლესიას მუდმივად სტუმრობს.

2. მისი მშობლები წარმოშობით ლივნოდან არიან

ქალაქ ლივნოში აგრეთვე დაიბადნენ ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზლატკო დალიჩი და ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნამდვილი ლეგენდა - დავორ შუკერი. სხვათაშორის, დალიჩი და კოვაჩი ძალიან კარგი მეგობრები არიან.

3. ოჯახური სახლი

ნიკო კოვაჩს სპლიტის მიმართულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, აქვს სახლი, სადაც უქმეებსა და შვებულებას ატარებს. სახლი ძალიან დიდია, ბასეინითა და ზღვის ხედით. ამ სახლს ნიკო, თავისი ძმა რობერტი და მისი ოჯახი იყოფენ. ძმები კოვაჩები თავისუფალ დროს, ოჯახებთან ერთად, სწორედ ამ სახლში ატარებენ.

4. ოჯახიდან შორს


მიუნხენში კოვაჩს აქვს ბინა, მაგრამ ოჯახი მისგან მოშორებით ცხოვრობს - ავსტრიაში. 2006 წლიდან მოყოლებული მისი მეუღლე და ქალიშვილი ზალცბურგში ცხოვრობენ, სადაც მისი 17 წლის ლაურა სკოლას ამთავრებს. ისინი იძულებულები იქნებიან, რომ ერთმანეთს მხოლოდ უქმეებისა და შვებულების დროს შეხვდნენ. ასე იყო მაშინაც, როდესაც ნიკო ფრანკფურტის "აინტრახტში" მუშაობდა.

5. გულით ხორვატი და გონებით გერმანელი

ნიკო კოვაჩს ხორვატიული გული და გერმანული გონება აქვს - ასე ახასიათებენ მას ახლობლები და მეგობრები.

6. ძმა ხშირად ახსენებს 1989 წელს განცდილ საწყენ მარცხს


1989 წელს, "ჰერტა ზელენდორფში", რომელშიც მაშინ ძმები კოვაჩები თამაშობდნენ, ახალგაზრდული ლიგის ფინალში "ბაიერნის" თანატოლებს შეხვდნენ. გამარჯვებულის ბედი კი საბოლოოდ, პენალტების სერიას უნდა გაერკვია და ნიკომ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. უკვე თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ რობერტი უფროს ძმას ამ მარცხსა და აცილებულ პენალტს კვლავ ახსენებს ხოლმე.

7. ცხოვრების ჯანსაღი წესი

კოვაჩი ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთგული მიმდევარია. ის არ სვამს ალკოჰოლს, არ ეწევა სიგარეტს, აგრეთვე ცდილობს, ადრე დაწვეს დასაძინებლად. ახალგაზრდობაში, როდესაც ნიკო პროფესიონალი მოთამაშე იყო, მისი კოლეგები და თანაგუნდელები მას ახასიათებდნენ, როგორც ყველაზე პროფესიონალ მოთამაშეს. მკაცრი რეჟიმი კოვაჩს ძალიან მოსწონს და მის დაცვას თავის შეგირდებსაც აიძულებს. ასე იყო "ზალცბურგშიც", ფრანკფურტის "აინტრახტშიც" და ახლა ასე იქნება მიუნხენის "ბაიერნშიც".

8. გარეგნობა


როდესაც ნიკო მოთამაშე იყო, ის გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდა და მატჩებს კბილების სპეციალური კაპით ატარებდა. ამ კაპს, როგორც წესი, პროფესიონალი ბოქსიორები იკეთებენ ხოლმე, მაგრამ ნიკოსთვის კბილები და გარეგნობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

9. სამუშაო ტელევიზიაში


2013-15 წლებში ნიკო კოვაჩი ავსტრიულ ტელევიზიაში, "Sky Sports Austria"-ზე, სპორტული ექსპერტი იყო.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ნიკო კოვაჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა