...

რობენმა ნიკო კოვაჩი დაახასიათა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, არიენ რობენმა, "რეკორდმაისტერის" ახალ თავკაცზე, ნიკო კოვაჩზე, ისაუბრა.

"მთავარი მწვრთნელი საბაზისო მომზადებას დიდ ყურადღებას ანიჭებს. ის ძალიან კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ეს სწორედ ისაა, რაც ახლა გვჭირდება.

ახალ სეზონში ჩვენ გვინდა, რომ მინიმუმ ერთით მეტი ტიტული მოვიგოთ, ვიდრე გასულ სეზონში. იმედი მაქვს, რომ ფორმაში ვიქნები და მომდევნო სეზონში მნიშვნელოვან როლს შევასრულებ.

ჩვენ ახალგაზრდა, ამბიციური მწვრთნელი გვყავს, რომელსაც მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს. მას თავისი ფილოსოფია აქვს. სულმოუთმენლად ველი მასთან ერთად აქტიური მუშაობის დაწყებას.

შესაძლოა, "ბაიერნს" წარმატებული სეზონი ჰქონდეს, რაც მისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ნიკოს სრულიად ვუჭერთ მხარს", - განაცხადა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".

იუპ ჰაინკესის 10 თვიანი დაბრუნების შემდეგ "ბაიერნი" 46 წლის ხორვატმა სპეციალისტმა ჩაიბარა და პირველივე ვარჯიშებიდან ყველას დაანახა, რომ ძალიან მოტივირებულია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი ნიკო კოვაჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა