...

ლიოვი: "ინტენსიური ტაქტიკური ბრძოლა გაიმართა"

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, იოახიმ ლიოვმა, იტალიის ნაკრებთან გუშინდელი ამხანაგური შეხვედრა შეაფასა.

"ეს ინტენსიური ტაქტიკური ბრძოლა იყო. ამ თამაშში ბევრი პოზიტიური რამ დავინახეთ. პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად მივიწევდით წინ, მაგრამ შესვენების შემდეგ ტემპი ცოტათი დავაგდეთ.

ახალგაზრდა მოთამაშეებმა, ასეთ უნიკალურ ატმოსფეროში თამაშით, საკმაოდ დიდი და ფასეული გამოცდილება მიიღეს. იტალიაში სტუმრობით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან ნულზე ზედიზედ მეექვსედ ვითამაშეთ.

ჩვენი საერთო შედეგი 2016 წელს კარგია. გვინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში დომინანტები ვიყოთ და თავიდან ის პრობლემები ავირიდოთ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა", - განაცხადა ლიოვმა.

"ბუნდესნაკრებმა" გუშინდელი ამხანაგური პაექრობით მიმდინარე წელიწადი დაასრულა. ევრო 2016-ს შემდეგ "ბუნდესთიმმა" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ოთხი თამაში დამაჯერებლად მოიგო და ჯგუფს ლიდერობს. პლიუს, კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც ერთი მოიგო და ერთიც გუშინ უგოლოდ დაასრულა. ექვსივე შეხვედრაში გერმანიამ კარი მშრალად შეინახა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
heineken
heineken | 16 ნოემბერი 2016 14:13
ბრაო კაი შედეგია
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა