...

ლეგიონი: ვიდალმა ძირითადში ითამაშა

დღეს, გამთენიისას, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები გაიმართა, გუშინ გვიან ღამით კი ევროპაში ამხანაგური მატჩები შედგა. საქმეში, გერმანიის ნაკრების წევრების გარდა, მიუნხენის "ბაიერნის" კიდევ ოთხი მოთამაშე იყო, მაგრამ სრული 90 წუთი არცერთს არ უთამაშია.

დავიწყოთ უნივერსალური დავიდ ალაბათი, რომლის ავსტრიის ეროვნული ნაკრები ვენაში ამხანაგურად სლოვაკეთს გაეჯიბრა. შეხვედრა საკმაოდ უსახური გამოდგა, უგოლოდ დასრულდა და ალაბა მოედანზე მეორე ტაიმში, იულიან ბაუმგარტლინგერის მაგივრად შევიდა. "ბაიერნის" მარცხენა მცველს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, კლუბს ჯანმრთელი უბრუნდება.

ყველაზე საინტერესო და დრამატული ამხანაგური მატჩი კი "უემბლიზე", ინგლისისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართა. ტიაგო ალკანტარამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ საკამოდ სუსტად გამოიყურებოდა. "სამმა ლომმა" მეორე ტაიმის დასაწყისისთვის 2:0 წაიყვანა და ხულენ ლოპეტეგიმ "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი უკვე 55-ე წუთზე შეცვალა. ტიაგოს თამაში არ წაუვიდა, სამაგიეროდ მატჩის ბოლოს მისი პარტნიორები გამოფხიზლდნენ, ორი ბურთი გაქვითეს და ფრეს მიაღწიეს - 2:2. ალკანტარამ კი პასების დროს რამდენიმე შეცდომა დაუშვა და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.

რაც შეეხება სახმრეთ ამერიკას, პირველ რიგში, დუგლას კოშტა ვახსენოთ, რომელსაც კვლავ ძალიან ცოტა დრო მიეცა. ბრაზილიის ნაკრებმა სტუმრად პერუ 2:0 დაამარცხა და "რეკორდმაისტერის" სწრაფი ვინგერი მინდორზე მხოლოდ ბოლო ოთხი-ხუთი წუთით შევიდა. ბუნებრივია, მან ვერაფერი მოასწრო, მაგრამ მისი გუნდის გამარჯვებაში ფორმალური წვლილი მაინც შეიტანა.

ყველაზე რთული და საინტერესო მდგომარეობა კი არტურო ვიდალს ჰქონდა. 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი წინა შეხვედრაში დაიმტვრა, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, ურუგვაის წინააღმდეგ მაინც ითამაშა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, არტურომ ძალიან ბევრი იბრძოლა, ყვითელი ბარათიც აიკიდა და მინდორი მეორე ნახევრის დასაწყისში დატოვა. თუმცა, ამის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. საბოლოოდ, ჩილეს ნაკრებს ალექსის სანჩესმა უშველა, დუბლი გაიფორმა და კოპა ამერიკის გამარჯვებულებმა 3:1 მოიგეს.

საბედნიეროდ, ოთხივე მათგანი მწყობრშია და დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოვებულ შეხვედრისთვის მზად იქნებიან.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა