კომანი ვგრძნობ რომ ბაიერნში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ

კომანი ვგრძნობ რომ ბაიერნში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ

მიუნხენური გრანდის ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა, გუნდში თავის როლზე ისაუბრა.

"გასული წლის შემდეგ რეალურად არაფერი შეცვლილა. ხალხი ჩემგან ბევრს ისედაც ელოდა. წარმატება კი უკვე დაწყებულია, ვინაიდან თავს მნიშვნელოვან ფიგურად უკვე ვგრძნობ.

თუ ყოველთვის ვითამაშებ და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები, ვარსკვლავის სტატუსი ავტომატურად მოვა. თუმცა ჩემი მიზანი არაა, რომ ყველაზე ფასეული მოთამაშე ვიყო.

გასული წლიდან მოყოლებული ვგრძნობ, რომ თანაგუნდელები უფრო მენდობიან, ხშირად მაძლევენ ბურთს. ერთხელ, თამაშის მსვლელობისას, თომას მიულერმა მითხრა: "შენ უნდა შექმნა განსხვავება!", - განაცხადა კომანმა.

23 წლის შემტევი "ბაიერნის" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება და გუნდიდან ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის წასვლის შემდეგ ის მათ მემკვიდრედ ითვლება.

გასულ სეზონში კინგსლიმ სულ 30 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა. მიმდინარე სეზონის სტარტზე კი კომანის ანგარიშზე 5 მატჩში 2 გოლი და 3 ასისტია.


7-09-2019, 13:28
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0